ესპანეთი Blockchain-ზე დაფუძნებულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს მისცემს
ესპანეთის სახალხო პარტია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ხელმძღვანელობს, კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებს მისცემს, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიას იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს. დეპუტატმა თეოდორო გარსია ეხეამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა წლის განმავლობაში შემუშავდება. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული კომპანიების ესპანეთში მოზიდვა ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, საუბარი ICO-სთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზეც…