ესპანეთი Blockchain-ზე დაფუძნებულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს მისცემს

0
2433

ესპანეთის სახალხო პარტია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ხელმძღვანელობს, კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებს მისცემს, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიას იყენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

დეპუტატმა თეოდორო გარსია ეხეამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა წლის განმავლობაში შემუშავდება. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული კომპანიების ესპანეთში მოზიდვა ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.

გარდა ამისა, საუბარი ICO-სთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზეც მიმდინარეობს.

“ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ ევროპული უსაფრთხო სისტემა ICO-ში ინვესტირებისათვის”-აღნიშნა თეოდორო გარსია ეხეამ.

სახალხო პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მსხვილ კომპანიებს გარკვეული შეღავათები ექნებათ.

ამასთანავე, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების სააგენტო კრიპტოვალუტის ისეთი ტიპის რეგულაციაზე მუშაობს, რომელიც ინვესტორის უსაფრთხო კაპიტალდაბანდებისკენ იქნება მიმართული.

ესპანეთის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი ICO-სა და კრიპტოვალუტის მიმართ ასე “დადებითად” განწყობილი არასდროს ყოფილა.

შეგახსნებთ, რომ ევროკავშირის კრიპტოვალუტის მარეგულირებელმა ორგანომ 12 თებერვალს განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ინვესტიცია “ძალიან სარისკო” საქმიანობაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი