ამ კვირაში კრიპტობაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხუთშაბათს ბიტკოინის ფასმა 10.000 დოლარს მიაღწია.
იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში კრიპტოვალუტის კურსის ვარდნისას კრიპტობაზარი ძალიან ნელა იზრდებოდა. ციფრული ვალუტის ფასის ვარდნის დროს ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია დაახლოებით, 470 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ბიტკოინმა 15 თებერვალს პირველად მიაღწია 10.000 დოლარის ნიშნულს, ეს მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში ბიტკოინი 7000 დოლარის ქვემოთ ჩამოვიდა. ხუთშაბათი დღის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის ფასი 10.200 დოლარს შეადგენდა. ბიტკოინის ფასი 24 საათის განმავლობაში 9,65%-ზე მეტით გაიზარდა.
ეთერიუმიც ასევე, სტაბილურად განაგრძობს ზრდას. მას შემდეგ, რაც 6 თებერვალს ეთერიუმის კურსი 600 დოლარს ჩამოსცდა, 15 თებერვალს ეთერიუმის ფასმა აიწია და 933 დოლარს მიაღწია. 24 საათის განმავლობაში ეთერიუმი 2,4 პროცენტით გაიზარდა.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რიპლი საუდის არაბეთის ცენტრალურ ბანკთან ერთად გეგმავს საპილოტე პროგრამის შემუშავებას რიპლის ფასი 1.02-დან 1.15-მდე გაიზარდა. ამჟამად, რიპლის ღირებულება 1.11 დოლარს შეადგენს.