ესპანეთის მმართველი პარტია საჯარო ადმინისტრაციის სისტემაში Blockchain-ს დანერგავს
ესპანეთის მმართველმა პარტიამ Partido Popato-ს 133 დეპუტატმა ესპანეთის საჯარო ადმინისტრირებაში Blockchain-ის დანერგვას ხმა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას CriptoNoticias-ი აქვეყნებს. კანონპროექტს 22 ივნისს ესპანეთის კონგრესი გაეცნო და 26 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ჯერჯერობით სხვა დეპუტატების მოსაზრებები ცნობილი არ არის. ამასთანავე, კონგრესის ვებ-გვერდზე დამატებითი ინფორმაცია კანონპროექტის დეტალების შესახებ არ წერია. ჯერ კიდევ თებერვალში მმართველი პარტიის…