აშშ-ს ერთ-ერთი საკალათბურთო გუნდი საქველმოქმედო მიზნით ეთერიუმის მაინინგს გამოიყენებს

0
2482

საკალათბურთო გუნდმა, Sacramento Kings-მა კრიპტოვალუტის მაინინგის საშუალებით საქველმოქმედო პროგრამის შექმნა გადაწყვიტა.

საკალათბურთო გუნდი კომპანია MiningStore-თან თანამშრომლობს, რათა შექმნას ეთერიუმის მაინინგისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა.

მაინინგისგან მიღებული ყველა კრიპტო შემოსავლი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობას მოხმარდება.

საკალათბურთო გუნდის მფლობელი ვივეკ რანადივი აცხადებს, რომ მაინინგის საქველმომედო პროგრამა მიზნად ისახავს ახალი თაობისა და ზოგადად საზოგადოების ხელშეწყობას და მომზადებას მომავლის ცვლილებებისთვის.

ვივეკ რანადივმა გუნდის კრიპტოვალუტის მაინინგის გეგმებს ინოვაციური უწოდა.

“ისეთი შესაძლებლობა იქმნება, როდესაც ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მსოფლიოს ინოვაციური გადაწყვეტილებები მიიღოს კომპლექსურ პრობლემებზე”,- განაცხადა გუნდის მფლობელმა ვივეკ რანადივმა.

Sacramento Kings-ი კრიპტოვალუტების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ 2014 წელს გუნდის მაღაზიაში BitPay-ს საშუალებით ბიტკოინით გადახდა იყო შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ეთერიუმის მაინიგი საქველმოქმედო მიზნებისთვის მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება. თებერვალში UNICEF-მა სირიელი ბავშვების დასახმარებლად კრიპტოვალუტის მაინინგს გამოყენება დაიწყო.

კონკრეტულად, საქველმოქმედო კამპანია კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისკენ იყო მიმართული. ფონდის აქცია მოთამაშეების მიერ ეთერიუმის მოპოვებას გულისხმობდა. მაინინგის შედეგად დაგროვებულ ციფრულ ვალუტას კი, “გეიმერები” UNICEF-ის ფონდში რიცხავდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი