ტაივანის Microsoft-ის შვილობილი კომპანია Blockchain-ის განვითარებას გეგმავს

0
2515

ტაივანში დაფუძნეული Microsoft-ის შვილობილი კომპანია Blockchain-ის განვითარებისთვის ჩინურ საინვესტიციო კომპანიასთან პარტნიორობას იწყებს.

პარტნიორობა მოიცავს სამ ნაწილს, რომელშიც შედის ტრანსპორტი, ელექტრონული კომერცია და სხვადასხვა გასართობი ბიზნეს კომპანიის Blockchain-ის სისტემაში ჩართვა.

ტაივანმა Microsoft-ის გენერალური მენეჯერი სან ჯიკენგი პოზიტიურად შეხვდა Microsoft-ის შესაძლებლობების გაუმჯობესებას Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით.

გენერალურმა მენეჯერმა ასევე ხაზი გაუსვა ტაივანის ტექნიკურ პოტენციალს და აღნიშნა, რომ წარმოებასა და კვლევითი ფონდის დაარსებას ხელს უწყობს ქვეყნის შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობაც.

ჩინური საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელმა სან ჯიენგტაომ კი, ბიზნესში, მეცნიერებასა და მრეწველობაში Blockchain ტექნოლოგიის გადამწყვეტ როლზე ხაზგასმით ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს, ტაივანის მთავრობამ საპარლამენტო Blockchain ჯგუფი ჩამოაყალიბა, რათა ქვეყანაში ხელი შეუწყოს ტექნოლოგიის განვითარებას.

14 მაისს კერძო მფლობელობაში მყოფი Taipei Fubon Commercial Bank-მა გამოაცხადა, რომ ბანკი Blockchain-ზე დაფუძნებულ საგადასახადო სისტემას შემოიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ Taipei Fubon Commercial Bank-ი ტაივანში პირველი ბანკია, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი