Market

    მარშალის კუნძულები ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებას იწყებს

    მარშალის კუნძულების რესპუბლიკა საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის. სენატორმა კენეტ კედმა, განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის პარლამენტმა ამ კვირას დაამტკიცა ვალუტის შექმნა, რომელსაც “სუვერენულს” უწოდებენ. ამჟამად, მარშალის კუნძულები სახელმწიფო ვალუტად აშშ დოლარს იყენებს. კრიპტოვალუტა თვადაპირველად ICO-თი იქნება წარმოდგენილი, მანამ სანამ, საბჭოს მიერ საბოლოოდ არ დამტკიცდება. პრეზიდენტის წარმომადგენელი, დევიდ პოლმა “ბლუმბერგს” განუცხადა, რომ 2018 წლის ბოლომდე კრიპტოვალუტა უნდა შეიქმნას….

    Read More

      მალაიზიამ კრიპტოვალუტის რეგულაცია-მომხმარებლის იდენტიფიცირება შემოიღო

      მალაიზიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკვე ცენტრალური ბანკის რეგულაციას ემორჩილება, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიცირებას გულისხმობს. რეგულაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული. Bank Negara Malaysia-ს ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლა და ტრადიციული ვალუტით ციფრული ვალუტის ყიდვა, ასევე ერთი კრიპტოვალუტის მეორე კრიპტოვალუტაში გადაცვლისას მომხმარებელთა ვინაობა დადასტურებული და ცნობილი უნდა იყოს. “ციფრული ვალუტის არსებობა, როგორც ზოგიერთი პროგნოზირებს ფინანსური…

      Read More

        აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო კიბერდანაშაულთან საბრძოლველად სხვადასხვა სტრატეგიას განიხილავს

        აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით “ყველანაირ სტრატეგიას” განიხილავს. მინისტრის მოადგილემ, როდ როზენშტეინმა ფინანსური სერვისების მრგვალი მაგიდის ფორმატში საგაზაფხულო კონფერენციაზე ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს მას კრიპტოვალუტასა და კიბერდანაშაულზე ჰკითხეს. როზენშტაინმა კიბერდანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის შესახებაც განაცხადა, რომელმაც ახალი სტრატეგია შეიმუშავა ამ ტიპის კრიმინალთან საბრძოლველად. კებერდანაშაულთან საბრძოლველად ჩართულია ისეთი სამართალდამცავი ორგანოები,…

        Read More

          კანადის ტორონტო-დომინიონის ბანკი კრიპტოვალუტის საკრედიტო ბარათით ყიდვას კრძალავს

          რამდენიმე გლობალური მასშტაბების ბანკის კვალდაკვალ, ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტორონტო-დომინიონის ბანკმა საკუთარ კლიენტებს იმეილის სახით აცნობა, რომ კრიპტოვალუტის საკრედიტო ბარათებით ვაჭრობას კრძალავდა. ტორონტო-დომინიონის წარმომადგენელმა განაცხადა, კლიენტებისა და საბანკო მომსახურეობისა დაცვის მიზნით ბანკი რეგულარულად აფასებს ეკონომიკურ პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებს. ტორონტო-დომინიონის ბანკის ნაბიჯი ნაწილია იმ გლობალური ტენდენციისა, რასაც საკრედიტო ბარათით ციფრული ვალუტის შეძენის აკრძალვა ჰქვია. აშშ-ს…

          Read More

            ტაივანის ცენტრალური ბანკი მომავალს Blockchain-სა და კრიპტოვალუტაში ხედავს

            ტაივანის ცენტრალური ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა, იანგ ჩინმა 26 თებერვლის გამოსვლისას განაცხადა, რომ ბანკი Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის. იანვრის ბოლოს დაანონსდა, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიბეის “ჭკვიან ქალაქად” გადაქცევა იგეგმებოდა. “ჭკვიანი ქალაქის” კონცეფცია Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა მიზნისათვის აქტიურად გამოყენებას გულისხმობდა. საპრეზიდენტო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას იანგ ჩინმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და დიდი “დატა ანალიზის” ცენტრების…

            Read More