აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო კიბერდანაშაულთან საბრძოლველად სხვადასხვა სტრატეგიას განიხილავს

0
2660

აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით “ყველანაირ სტრატეგიას” განიხილავს.

მინისტრის მოადგილემ, როდ როზენშტეინმა ფინანსური სერვისების მრგვალი მაგიდის ფორმატში საგაზაფხულო კონფერენციაზე ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს მას კრიპტოვალუტასა და კიბერდანაშაულზე ჰკითხეს.

როზენშტაინმა კიბერდანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის შესახებაც განაცხადა, რომელმაც ახალი სტრატეგია შეიმუშავა ამ ტიპის კრიმინალთან საბრძოლველად.

კებერდანაშაულთან საბრძოლველად ჩართულია ისეთი სამართალდამცავი ორგანოები, როგორებიცაა FBI და აშშ-ს მარშალის სამსახური.

როზენშტაინმა ასევე აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტა სრულიად ანონიმურია ფულის გათეთრების შანსიც მეტია, რასაც საბოლოოდ ფედერალურ გამომძიებლებამდე მიჰყავს ყველაფერი.

იუსტიციის დეპარტამენტის ძალისხმევის ძირითადი ელემენტია ის, რომ ფედერალურ თანამდებობის პირები აქტიურად ეცნობიან და სწავლობენ თუ, როგორ მუშაობს კიბერკრიმინალი.

“ჩვენი უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გვყავს ისეთი აგენტები, რომლებსაც კიბერდანაშაულთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები და გამოცდილება აქვთ. ეს გასათვალისწინებელია, რადგან დამნაშავეები ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან”, -განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი