კანადის ტორონტო-დომინიონის ბანკი კრიპტოვალუტის საკრედიტო ბარათით ყიდვას კრძალავს

0
2375

რამდენიმე გლობალური მასშტაბების ბანკის კვალდაკვალ, ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტორონტო-დომინიონის ბანკმა საკუთარ კლიენტებს იმეილის სახით აცნობა, რომ კრიპტოვალუტის საკრედიტო ბარათებით ვაჭრობას კრძალავდა.

ტორონტო-დომინიონის წარმომადგენელმა განაცხადა, კლიენტებისა და საბანკო მომსახურეობისა დაცვის მიზნით ბანკი რეგულარულად აფასებს ეკონომიკურ პოლიტიკასა და უსაფრთხოების ზომებს.

ტორონტო-დომინიონის ბანკის ნაბიჯი ნაწილია იმ გლობალური ტენდენციისა, რასაც საკრედიტო ბარათით ციფრული ვალუტის შეძენის აკრძალვა ჰქვია. აშშ-ს გიგანტებმა: JP Morgan Chase-მა, ამერიკის ბანკმა და Citigroup-მა ერთმანეთის მიყოლებით აკრძალეს საკრედიტო ბარათით კრიპტოვალუტის ვაჭრობა. ამას მოჰყვა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა.

ინდოეთის Citibank India-მ კი, აკრძალა ორივე, საკრედიტო და სადებეტო ბარათებით კრიპტოვალუტის შესყიდვა.

კანადური ბეჭდვური მედია საშუალება The Globe and Mail-ის ინფორმაციის თანახმად, კანადის სამეფო ბანკმა განაცხადა, რომ კლიენტებს საშუალებას აძლევდა ორივე, საკრედიტო და სადებეტო ბარათით ვაჭრობისა, მაგრამ მომხმარებელს იქვე აფრთხილებდა მაღალი რისკების გამო.

კანადის საფონდო ბირჟამ კი განაცხადა, რომ მალე დაიწყებს საკუთარ Blockchain-ზე დაფუძნებულ უსაფრთხო პლატფორმის შექმნას, რომელიც კომპანიებს ინვესტიციების გაზრდაში დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი