ორი ჩინური საფინანსო კომპანია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩინეთის ერთ-ერთმა სახელმწიფო ბანკმა და ფინანსური მომსახურების კორპორაციამ, ჩინეთის UnionPay-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების პირობების მიხედვით, მხარეები ერთობლივად შეისწავლიან Blockchain ტექნოლოგიას, რომელსაც შემდეგ გადახდის სისტემაში გამოიყენებენ. პარტნიორობა ასევე მიზნად ისახავს კომპანიის საერთაშორისო გადარიცხვების რაოდენობის გაზრდასაც. ორივე კომპანია ერთობლივად იკვლევს დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიების მახასიათებლებს, რათა შემდგომში ამ ტექნოლოგიების გამოყენებით საბანკო და გადარიცხვების მომსახურება გააუმჯობესოს….