15 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2085

15 აგვისტოს ბიტკოინის ფასზე ვაჭრობა 6.221 დოლარზე გაიხსნა. წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით ბიტკოინმა 15 აგვისტოს კურსის გაზრდა მოახერხა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც დღის განმავლობაში დაფიქსირდა 6.588 დოლარი იყო. თუმცა, ეს მაჩვენებელი დღის ბოლომდე ვერ შენარჩუნდა და საბოლოოდ ბიტკოინზე ვაჭრობა 6.308 დოლარზე დაიხურა.

CoinMarketCap- ის მონაცემების მიხედვით, 16 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი კვლავ 6.300 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უფრო კონკრეტულად, კრიპტოვალუტის კურსი 6.327 დოლარია, რაც წინა დღესთან შედარებით ოდნავ გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსმა 15 აგვისტოს მომატება შეძლო. გუშინ, დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 303 დოლარი იყო. თუმცა, დღის ბოლოს კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა და ვაჭრობა 282 დოლარზე დაიხურა.

16 აგვისტოს დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმი ფასის მატებას ცდილობს. კრიპტოვალუტის ღირებულება 284 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 15 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი