ანალიტიკოსები: ეთერიუმის სამიზნე ფასი 358 დოლარია

0
2067

14 აგვისტოს ბიტკოინმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 5.971 დოლარის დონე აჩვენა, თუმცა დღის ბოლოს კურსის მომატება მაინც შეძლო.

ამჟამად, ბიტკოინი 6.527-დან 6.617 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კრიპტოვალუტას აქვს იმის შანსი, რომ კურსი გაზარდოს. თუკი 7.000 დოლარის ზღვარს ასცდება მაშინ ბიტკოინის სამიზნე ფასი 8.500 დოლარი იქნება.

თუმცა, ანალიტიკოსები ტრეიდერებს მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ თუკი ბიტკოინმა დაახლობით 4 საათის განმავლობაში 6.650 დოლარის ნიშნული შეინარჩუნა და ფასის მომატებაც შეძლო ამ შემთხვევაში განახორციელონ ინვესტიცია.

ხოლო, იმ შემთხვეაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი 6.000 დოლარის დონეს ჩამოსცდა ამ დროს არანაირი სახის ვაჭრობა რეკომენდირებული არ არის.

ბოლო რამდენიმე დღეა ეთერიუმის კურსი საკმაოდ დრამატულად იცვლება. ბოლო თვეების განმავლობაში 7 აგვისტოს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეთერიუმის ფასი პირველად ჩამოსცდა 400 დოლარის დონეს.

შემდეგ კურსმა კიდევ უფრო დაიკლო და 14 აგვისტოს ეთერიუმის კურსი 280-დან 249 დოლარს შორის მერყეობდა. თუმცა 15 აგვისტოს კრიპტოვალუტამ ფასის გაზრდა მოახერხა.

ამჟამად, ეთერიუმი შეეცდება კურსის გაზრდას და პირველი სამიზნეც 358 დოლარი იქნება. თუმცა იმ შემთხვეაში, თუკი კრიპტოვალუტა 249 დოლარზე დაეცემა მაშინ მოსალოდნელი კურსი 200 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ეთერიუმის კურსის გამყარებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ინვესტიცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი