29 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
321

ბოლო რამდენიმე დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 23.845 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 2%-ით არის მომატებული.

ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი კრიპტოვალუტამ კურსის ზრდა განაგრძო მომდევნო დონე 24.300 დოლარი იქნება.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 1,725 დოლარს შეადგენს. ექსპერტების პროგნოზით ციფრული ვალუტის მოსალოდნელი დონე 2000 დოლარი იქნება.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 1.47%-ს არის მომატებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, ციფრული ვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 98 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი