ჰოლანდია კრიპტო ინდუსტრიას რეგულაციას დაუწესებს

0
2213

ჰოლანდიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი 2020 წლის 10 იანვრიდან ციფრული ვალუტის ბირჟების რეგულირებას დაიწყებს.

De Nederlandsche Bank–მა განმარტა, რომ სექტორის შესაბამისი კომანიები უნდა დარეგისტრირდნენ დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ ქვეყანაში ლეგალურად საქმიანობის გაგრძელება.

De Nederlandsche Bank-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

”უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობენ, იქნება ეს სერვისი ვაჭრობა თუ კრიპტო საფულე, ასეთი კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, რომ რეგისტრაცია გაიარონ”.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის რეგულაციას ემხრობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრმა, ვოპკე ჰოეკსტრამ პარლამენტში ოფიციალური წერილი წარადგინა, რომელშიც კრიპტოვალუტის რეულაციაზე იყო საუბარი. ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტის საერთაშრისო დონეზე დარეგულირების მომხრე იყო.

გარდა რეგულაციისა, ვოპკე ჰოეკსტრას განცხადება მომხმარებელთა დაცვაზე იყო ორიენტირებული. ამიტომ, ფინანსთა მინისტრმა წინადადება შემოიტანა, რომ ადგილობრივ სავაჭრო პლატფორმებს ოფიციალური რეგისტრაცია გაევლოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი