ინდოეთში კრიპტო ვაჭრობისას ბიტკოინს ანიჭებენ უპირატესობას

0
1293

ინდოეთში ბიტკოინზე ვაჭრობას ანიჭებენ უპირატესობას. ბოლო მონაცემების თანახმად, ბიტკოინში გაცილებით მეტი ინვესტიცია იდება, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტებში.

ეს ინფორმაცია გამოკითხვას ეფუძნება, რომელიც Huru India–მ ჩაატარა.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტები მთლიანობაში მეოთხე ყველაზე სასურველი აქტივია. თუმცა გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა არ იცის რა არის კრიპტოვალუტა.

გამოკითხულთა დაახლოებით 10% ამბობს, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციის განხორციელებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში აპირებს.

ამ ფაქტორმა ციფრული ვალუტა მეოთხე ყველაზე ხელსაყრელი აქტივების კლასი გახადა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება ყველაზე გაურკვეველი აქტივია.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იმ მოქალაქეების ნახევარმა, რომლებმაც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნეს, რომ ციფრული ვალუტის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

თუმცა გამოკითხულთაგან, რომლებმაც იცოდნენ კრიპტოვალუტის კურსის შესახებ, თითქმის 30% -მა განაცხადა, რომ უპირატესობა ბიტკოინით ვაჭრობას აქვს. 9%-ი ფიქრობს, რომ ეთერიუმში ინვესტიციის განხორციელება უფრო ხელსაყრელია. 7%-ი კი უპირატესობას რიპლის ანიჭებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი