ავსტრალიის Blockchain ასოციაციის ახალი დირექტორი მთავრობასთან ითანამშრომლებს

0
1147

Blockchain Australia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

დანიშვნიდან მალევე ახალმა ხელმძღვანელმა, სტივ ველესმა განაცხადა, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს Blockchain ტექნოლოგიის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ნდობის მოპოვებაზე.

ამასთანავე, ახალი დირექტორი სახელისუფლებო წრეებთანაც ითანამშრომლებს, რათა ქვეყნის მთავრობამ სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიის ადაპტირების საკითხებზე იმსჯელოს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის მთავრობამ 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული უკვე შექმნა. პროექტი სოფლის მეურნეობაში დაინერგა და შაქრის მიწოდების სისტემას ქმნის.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, Blockchain-ზე დაფუძნებული შაქრის მიწოდების სისტემა არის შაქრის ინდუსტრიის მდგრადობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი.

Blockchain ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მყიდველმა ნათლად დაინახოს, თუ სად და როგორ ხდება შაქარის საკვებად გამოსადეგი სახის მიღება.

“ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ჩვენი შაქრის წარმოების მდგრადობის გარანტიებს”,- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დევიდ ლითლფრაუდმა.

შეგახსენებთ, რომ სტივ ველესმა ნიკ გიურეტოსი შეცვალა. იგი ასოციაციიას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი