მარკ იუსკო: ბიტკოინის ფასი 1000%-ით გაიზრდება

0
1393

Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში ბიტკოინს შეეძლო 100.000 დოლარის ფარგლებში ემოძრავა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა გვიან არის. ბიტკოინის ამჟამინდელი პოზიცია ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანია.

მარკ იუსკოს თქმით, მომავალი წლის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 1000%-ით გაიზრდება.

”მე მჯერა, რომ ეს გადასვლა იქნება ყველაზე დიდი სიმდიდრის შექმნის შესაძლებლობა”,-აღნიშნა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

ამ განცხადების გაკეთებამდე CNBC-თან ინტერვიუს დროს მარკ იუსკომ აღნიშნა, რომ ბიტკოინი ყველა ინვესტორის საფულეში უნდა იყოს.

მისი აზრით, ბიტკოინში მომდევნო 10 წელიწადში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება.

“ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული კრიპტო აქტივი. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ბიტკოინი ნამდვილად უნდა მოხვდეს ყველა ინვესტორის საფულეში”,-აღნიშნა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ იუსკომ.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის კურსი ნელ-ნელა 10.000 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი