ბიტკოინის ფასი მკვეთრად არის გაუმჯობესებული

0
1368

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინს აქვს რეალური შანსი იმისა, რომ 12.000 დოლარის დონეზე დაფიქსირდეს.

ამჟამად ბიტკოინის ფასის მატება 0.67%-ია. ამ ეტაპზე კურსი 11.861 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასმა 12.000 დოლარის ნიშნული დაიკავოს და ფასი 12.500 დოლარამდე გაიზარდოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ბიტკოინის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს მომდევნო დონე 11.600 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის სტაბილურად მატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობის დაწყებას.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე ბიტკოინის წილი 58.8%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის რიცხვების მიხედვით, დღის მეორე ნახევრის მონაცემების თანახმად, 14 აგვისტოს ბიტკოინის კაპიტალიზაცია 218.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციას, ის დღეს დაახლოებით 371.7 მილიარდი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი