ტაილანდის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ტესტირებას აგრძელებს

0
1047

ტაილანდის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზირებული პროგრამის გაერთიანების შანსებს აფასებს.

ტაილანდის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტის Inthanon-ის უფროსი დეველოპერი ციფრული ვალუტის შექმნას უახლოეს მომავალში პროგნოზირებს.

ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის პროექტი ჯერ კიდევ წინა თვეში წამოიწყო. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია პროტოტიპის შემუშავებას აპირებდა, რათა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის რეალური გამოყენების შემთხვევები შეემოწმებინა.

ბანკმა თავის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სანამ იგი ციფრულ ვალუტას შემოიღებს, მანამდე ბანკი ფართომასშტაბიან შემოწმებას დაიწყებდა.

პროექტი 2020 წლის ივლისში უნდა განხორციელებულიყო.

საპილოტე ტესტირება კი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა ეფექტური გადახდის სისტემის შემოღებას ისახავს მიზნად.

საპილოტე პროგრამის შემდეგ, ტაილანდის ბანკი შეაფასებს სისტემის მიზანშეწონილობას და სხვადასხვა ბიზნეს პალტფორმაზე გადახდების მარტივად ინტეგრირების გზას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი