ჩინეთის მთავრობა stablecoin-ის შექმნის საკითხზე მუშაობს

0
1410

ჩინეთის მთავრობამ უნდა განიხილოს სახელმწიფო ვალუტით, იუანით მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა, stablecoin-ის შექმნის საკითხი.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საფინანსო ჟურნალის CN Finance-ი აქვეყნებს.

მანამდე ჩინეთის სახალხო ბანკის ექსპერტმა, ლი ლაინგსონგმა და პროფესორმა ვანგ ჰაქინგმა გამოქვეყნეს სტატია სახელწოდებით “ციფრული ვალუტის stablecoin-ის ანალიზი”.

სტატიაში ავტორები მოკლედ მიმოიხილავენ აშშ დოლარით მხარდაჭერილ მონეტებს, როგორიცაა Tether-ი, Gemini dollar-ი და Paxos Standard-ი. მკვლევარების მოსაზრებით, მსგავსმა ტენდენციებმა შესაძლოა, გლობალურ დონეზე დოლარის როლის გაზრდას ხელი შეუწყოს.

ავტორები ვარაუდოებენ, რომ ჩინეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა უნდა გაიზიაროს საერთაშორისო დონის კომპანიების გამოცდილება და გააორმაგოს ძალისხმევა, რათა შექმნას ადგილობრივი stablecoin-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა კვლავ აკრძალულია. თუმცა, როგორც ჩანს ეს ხელს არ უშლის იუანით გამყარებული stablecoin-ის შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი