არაბთა გაერთიანებული საამირო ICO-სთვის რეგულაციის შემოღებას 2019 წლის დასაწყისში გეგმავს

0
1794

არაბთა გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელი პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ბაზრების რეგულაციის შესახებ გეგმას აქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

“ემირატების ფასიანი ქაღალდების და ვაჭრობის ორგანოს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ICO განიხილებოდეს, როგორც ფასიანი ქაღალდი. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში ICO-სთან დაკავშირებით მარეგულირებელი წესები უკვე შემუშავებული უნდა გვქონდეს”,-განაცხადა ეროვნული ფასიანი ქაღალდების ორგანოს აღმასრულებელმა დირექტორმა ობაიდ საეფ ალ-ზააბიმ.

ალ-ზააბი იქვე დასძენს, რომ მარეგულირებელი ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეგულაციების სისტემაზე მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა აბუ-დაბისა და დუბაის საფონდო ბირჟებთან თანამშრომლობითაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ICO-ს რეგულაციის შესახებ მუშაობა გასულ თვეში დაიწყეს. უნდა აღინიშნოს, რომ საკითხზე მუშაობის დროს მარეგულირებლის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობოდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგად მიღებული გეგმა მარეგულირებელი მექანიზმების მთელ კომპლექსს მოიცავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი