ტაივანში ბიტკოინი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტის მიერ დარეგულირდება

0
2047

ტაივანის ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული რეკომენდაციით, ბიტკოინით ვაჭრობა იუსტიციის სამინისტროს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტის მიერ უნდა დარეგულირდეს.

გასული წლის ოქტომბერში, ტაივანის ფინანსური ზედამხედველობის კომისიამ პირველადი მონეტარული შეთავაზება (ICO), კრიპტოვალუტა და Blockchain-ი ქვეყანაში დაუშვა.

რაც შეეხება ბიტკოინს: ტაივანის საკანონმდებლო იენის საფინანსო კომიტეტთან გამართულ შეხვედრაზე იანგ ჩინ-ლონგმა, ცენტრალური ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ ბანკის საპასუხო ზომები ტრანზაქციებთან დაკავშირებით ბუნდოვანია.

იანგ ჩინ-ლონგი ცენტრალური ბანკის მმართველი თებერვალში გახდა. მმართველად დანიშვნის ცერემონიაზე ჩინ-ლონგმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცენტრალურ ბანკს Blockchain-თან მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება მაინინგს: ტაივანის დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის დეპუტატმა ვუ ბინგ-რუიმ იანგ ჩინ-ლონგს მაინინგთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ბინგ-რუიმის თქმით, საჭიროა ბიტკოინის მაინინგის საკითხისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ტაივანში ელექტროენერგიის ღირებულება საკმაოდ დაბალია.

დეპუტატის საპასუხოდ, იანგ ჩინ-ლონგმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტაივანის ბიტკოინის მაინინგის ტექნოლოგიის მწარმოებლების დიდი ნაწილი ჩინეთშია ლოკალიზებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს ტაივანის ბიტკოინის ეფექტური მაინინგის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ ტაივანს ოფიციალური პეკინი კონტინენტური ჩინეთის პროვინციად განიხილავს. გარდა რთული პოლიტიკური ისტორიისა, ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებას კრიპტოვალუტების მიმართ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი