შრი-ლანკა უსაფრთხოების სისტემას Blockchain-ის დახმარებით ქმნის

0
1161

შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა სამი კომპანია შეეარჩია, რომელიც უსაფრთხოების სისტემას “იცნობდე შენს მომხმარებელს” შეიმუშავებს.

შრი-ლანკის ცენტრალური ბანკის მიერ შერჩეული კომპანიები სისტემას Blockchain ტექნოლოგიაზე დააფუძნებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ინიცირებული იყო 2019 წლის შემოდგომაზე.

ადგილობრივი გამოცემის, Daily Mirror-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ცენტრალური ბანკი ცდილობს შექმნას Blockchain დაფუძნებული სისტემა, რომელიც მთავრობასა და საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ გააზიარონ და განაახლონ მომხმარებელთა მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

30 ივნისს კოლომბოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ცენტრალური ბანკის გადასახადების და ანგარიშსწორების დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა:

”ჩვენ მოვიწვიეთ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები, რათა შევადგინოთ საერთო უსაფრთოხების სისტემა, როგორც ეროვნული პროექტი”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ აზიის წყნარი ოკეანის კონსერვატორთა კავშირი რეგიონში Blockchain ეკოსისტემის განვითარებას იწყებდა. პროექტის ავტორების თქმით, ტექნოლოგიის განვითარება ავტორიტარიზმთან ბრძოლის ერთი-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნებოდა.

ერთ-ერთ ავტორიტარულ სახელმწიფოდ კი შრი-ლანკა დასახელდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი