სამხრეთ კორეა სამედიცინო სფეროში Blockchain-ის დანერგვაზე მუშაობს

0
1113

სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციამ, Commons Foundation–მა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიზანიც ქვეყანაში COVID-19 შემთხვევების დადგენა არის.

Digital Today-ის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია Blockchain-ის საჯარო სერვისებს ეყრდნობა, რათა ეპიდემიოლოგიური კვლევის სისტემა შეიქმნას, რომელიც შემდგომი კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდისთვის გამართულად იმუშავებს.

მედიასთან საუბრის დროს Commons Foundation-ის თავმჯდომარემ, ჩოი იონგვანიმ აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის უსაფრთხო, მაგრამ სწრაფი გაზიარება.

სამხრეთ კორეის მეზობელი ჩინეთის კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის ფონზე სამედიცინო დაწესებულებებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ცდილობს.

Blockchain-ი პანდემიისას, საგანგებო მდგომარეობის დროს სამედიცინო პერსონალს უსაფრთხო მონაცემთა გაზიარების მყისიერ შესაძლებლობას მისცემს.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნდა გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი პანდემიის დროს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

Blockchain-ის მიმართ ინტერესის გამოხატვით ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ეპიდემიისთვის მზადყოფნა ყველა მიმართულებით გამოავლინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი