რუსეთის სასამართლო ბიტკოინს ქონებად არ აღიარებს

0
1122

რუსეთის სასამართლომ უარი თქვა 100 ბიტკოინის ქურდობის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს განცხადების თანახმად, კრიპტოვალუტას ქვეყნაში არანაირი იურიდიული სტატუსი არ აქვს.

30 ივნისს, რუსეთის სისხლის სამართლის სასამართლომ უარყო შუამდგომლობა, მიეცა მსხვერპლისთვის კომპენსაცია. მოქალაქე კომპენსაციას ბიტკოინების დაკარგვის გამო ითხოვდა. ის ამტკიცებდა, რომ მისი ციფრული საფულიდან კრიპტოვალუტა მოიპარეს.

მოსამართლის თქმით, აღნიშნულ პირს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭებოდა, რადგან ციფრული ვალუტა არ სარგებლობს იგივე ქონების დაცვის მექანიზმით, როგორც სხვა აქტივები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ახალ კანონპროექტზე არის საუბარი.

კანონპროექტი „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ“ მიმართულია ქვეყანაში კრიპტოვალუტების მკაცრი რეგულაციებისკენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონპროექტი ბიტკოინს განსაზღვრავს, როგორც ქონებას, მაგრამ არა როგორც ლეგალურ გადახდის საშუალებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი