ჩინეთში Blockchain-ის პროექტის დაფინანსებისთვის 500 მილიონი იენი გამოიყო

0
2142

ჩინეთის ქალაქ შენზენში 500 მილიონი იენი, რაც დაახლოებით 79 მილიონო დოლარია, Blockchain-ის პროექტისთვის გამოიყო.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გუშინ, ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის ასოციაციამ განაცხადა, რომ ქალაქში არის Guidance-ის საინვესტიციო ფონდი, რომელიც მარტის ბოლოს, თითქმის, 8 მილიარდი დოლარით დაფუძნდა Blockchain-ის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ფონდს ხელმძღვანელობს Donghai და Star Capital-ი. ეს არის ორი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონტროლდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ზედამხედველობისა და სახელმწიფო საბჭოს მიერ.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციური Blockchain ტექნოლოგიის განყოფილებამ და შენზენის ინოვაციისა და განვითარების ინტიტუტმა 100-მდე Blockchain ტექნოლოგიის საწყისი პროექტი განახორციელა, რათა შემდგომ ინვესტორებს საინვესტიციო პროექტის განახორციელებაში დაეხმარონ.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ქალაქ ჰანგზუში Blockchain-ის ინდუსტრიული პარკი გაიხსნა. ათი უმსხვილესი Blockchain კომპანია დაესწრო, ჰანგზუს Blockchain-ის ინდუსტრიული პარკის გახსნას. ასევე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა Zhejiang Shimang Blockchain-ის სტარატეგიული განვითარების კვლევითი ინსტიტუტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი