25 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
5569

გუშინ, 25 აპრილს, ბიტკოინი 9.000 დოლარის ნიშნულის დაბლა ჩამოვიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო ორი კვირაა კრიპტოვალუტის ბაზრის გაუმჯობესება აშკარად შეიმჩნეოდა.

ამ ეტაპისთვის, ბიტკოინის კურსი დაახლოებით, 8.848 დოლარზეა ჩამოსული. გუშინ, დღის გარკვეულ მონაკვეთში ბიტკოინი 10.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. უფრო კონკრეტულად, კი კრიპტოვალუტის ღირებულებამ 9.708 დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ კი, კურსი ისევ ქვევით ჩამოვიდა.

24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით, 5%-ით დაიწია.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმს 24 აპრილს 692 დოლარის ნიშნული ეჭირა. თუმცაღა, აღნიშნული კურსი ვერ შეინარჩუნა და ბიტკოინის მსგავსად, 25 აპრილს, მისი ფასიც შედარებით დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.

24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 12 %-ით დაეცა. ახლა მისი ღირებულება დაახლოებით, 607 დოლარს შეადგენს.

სახარბიელო მდგომარეობაში არც IOTA არის. მისი ფასი ყველაზე უფრო მეტად დაეცა. 24 საათის განმავლობაში IOTA-ს კურსმა 17%-ით უფრო დაბლა დაიწია, ხოლო ღირებულებამ დაახლოებით, 1.79 დოლარი შეადგინა.

ბიტკოინ Cash-ი, რომელმაც ამ კვირაში წარმოუდგენელი ზრდის ტენდენცია აჩვენა, 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 15%-ით შემცირდა.

ამჟამად, ბიტკოინ Cash-ი დაახლოებით, 1.263 დოლარი ღირს.

კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო ღირებულება, 25 აპრილს, 400 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. ამჟამად, ბაზრის კაპიტალიზაცია 386 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი