ანალიტიკოსები: რიპლის ფასის ზრდის შესაძლებლობა აქვს

0
2466

24 აგვისტოს რიპლის კურსი 0.32 დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტას აქვს ფასის ზრდის ტენდენციის შესაძლებლობა. თუკი რიპლიმ კურსის მატება მოახერხა სამიზნე ფასი 0.50 დოლარია.

ამასთანავე, კრიპტოვალუტის კურსი კვლავ მერყევია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი კურსი ჯერ 0.27, ხოლო შემდეგ 0.24 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ დაელოდონ რიპლის ფასის გაზრდას და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ის კურსი 562 დოლარის პოზიციაზეა. ბოლო პერიოდის დანაკარგების ფონზე უნდა ითქვას, რომ კრიპტოვალუტის კურსი გაზრდილია.

თუმცა, თუკი ბიტკოინ Cash-მა ფასის ზრდის ტენდენცია არ შეინარჩუნა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა 473 დოლარის დონემდე დავიდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ამ ეტაპზე პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ლაიტკოინის კურსი 49-სა და 62 დოლარს შორის მერყეობს. თუკი კრიპტოვალუტა ზრდის ტენდენციას არ აჩვენებს მოსალოდნელია, რომ ფასი 40 დოლარის პოზიციამდე დავიდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ დაელოდონ ლაიტკოინის ფასის ცვლილებას და ისე განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი