18 ივნისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2300

18 ივნისს, ორშაბათ დღეს ბიტკოინისა და ეთერიუმის კურსმა ზრდა დაიწყო.

ორშბათს, ბიტკოინის კურსი 6.735 დოლარზე ავიდა. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის სავაჭრო მოცულობამ 3.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა 13-14 ივნისის ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა 5 მილიარდ დოლარამდე იყო.

ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა. ორშაბათს ეთერიუმის ღირებულება 520 დოლარს შეადგენდა. როგორც ბიტკოინის ასევე ეთერიუმის ფასმა კორექტირება საღამოს განმავლობაში დაიწყო, როდესაც კურსი 500 დოლარზე ქვემოთ 492 დოლარზე ჩამოვიდა, რასაც მოჰყვა შემდგომში კურსის ხელახალი ზრდა.

უნდა აღნიშნოს ბიტკოინ Cash-ის ზრდაც. კრიპტოვალუტის კურსმა 24 საათის განმავლობაში 5%-ზე მეტით მოიმატა.

დეში, რომელიც CoinMarketCap-ის სიაში მე-13 ადგილს იკავებს მანაც მოახერხა ზრდა. დეშის კურსი 1.22%-ით გაუმჯობესდა. ამასთანავე, 18 ივნისის მონაცემებით, კრიპტოვალუტა 266 დოლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 18 ივნისის კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 287 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი