გევინ ვუდმა უკრაინის დასახმარებლად 5,8 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა გადარიცხა

0
880

კრიპტოვალუტის სექტორმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა, რომ ეთერიუმის გარდა სხვა კრიპტოვალუტებისთვისაც ხელსაყრელი გაეხადა დონაცია.

მთავრობა დასთანხმდა ამ წინადადებას და ახლა უკრაინა შემოწირულობებს Polkadot-ისგანაც (DOT) მიიღებს.

ასევე მოსალოდნელია სიაში სხვა კრიპტოვალუტების დამატებაც.

გევინ ვუდმა, Polkadot-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა DOT-ს დაამატებდა შემოწირულობის სიაში, ის პირადად გადარიცხავდა 5 მილიონ დოლარს. მან პირობა შეასრულა და უკრაინულ საფულეში 298,367.2269896686 DOT გადარიცხა, რაც დაახლოებით 5.7 მილიონი დოლარია.

ვუდის ეს ერთჯერადი გადარიცხვა მთლიანი კრიპტო შემოწირულობების 7%-ზე მეტს შეადგენს. ეს არის დღემდე ყველაზე დიდი ინდივიდუალური კრიპტო შემოწირულობა.

გევინ ვუდის პირადი გადარიცხვის გარდა, Polkadot-ის ეკოსისტემამ გუშინდელი დილიდან მოყოლებული უკრაინულ საფულეში 210,000 დოლარზე მეტი შეიტანა.

სემ ბანკმენ-ფრიდის პლატფორმა FTX-მა, თითოეულ უკრაინელს 25 დოლარი აჩუქა, ხოლო Chain.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიპაკ თაპლიალმა 100 ეთერიუმი გადარიცხა, რაც დაახლოებით 280,000 აშშ დოლარზე მეტია.

უკრაინის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტით განხორციელებულ შემოწირულობაზე თანხმობის გამოცხადების შემდეგ ლიტვური კომპანია Coingate-ი კრიპტოვალუტების მფლობელებს საშუალებას აძლევს მათი დახმარებითაც გააკეთონ შემოწირულობები.

Coingate-ი 70-ზე მეტი სახეობის კრიპტოვალუტას გადააკონვერტირებს ევროში და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადარიცხავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი