ტაილანდის უმსხვილესი ბანკი Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
1737

ტაილანდის რიგით მეოთხე უმსხვილესი ბანკი, Kasikornbank-ი, ცოტა ხნის წინ, Blockchain-ზე დაფუძნებულ Visa B2B Connect პროგრამას შეუერთდა. აღნიშნული შეერთების მიზანია საერთაშორისო ტრანზაქციებში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი The Nation-ი ავრცელებს.

The Nation-ის ინფორმაციით, Kasikornbank-ი ქვეყნაში პირველი ბანკია, რომელიც ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საბანკო სექტორში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას.

პროგრამის მენეჯერმა, სურაიპონგ ტანტიანონმა საკუთარი აზრი გამოთქვა პარტნიორობის შესახებ და აღნიშნა, რომ Visa B2B Connect-ი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დონის ამაღლებას და ამასთანავე, ლეჯერ ტექნოლოგიებს განვითარების საშუალებას მისცემს.

Kasikornbank-ის ვიცე-პრეზიდენტის, საირაპორ ვონგტრაფოფის განცხადებით, საერთაშორისო ტრანზაქციებში Blockchain-ის გამოყენებით, მისი კომპანია ინდუსტრიაში ლიდერი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ტაილანდის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანლი აცხადებდა, რომ Blockchain-ი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თაღლითობის შემცირების კუთხით და უზრუნველყოფდა ფინანსური ინფორმაციის დაცვას.

“თანამედროვე ტექნოლოგიების მიღება, როგორიცაა Blockchain-ი ხელს შეუწყობს ფინანსური ინფორმაციის დაცვას და თაღლითური და საეჭვო გარიგებების შემცირებას”,- აღნიშნავდა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი