ტაივანი 2019 წლის ზაფხულში ICO-ს რეგულაციის პროექტზე დაიწყებს მუშაობას

0
1327

ტაივანი გეგმავს, რომ 2019 წლის ივნისის დასაწყისში მოამზადოს პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციის პროექტი.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Taipei Times-ი იტყობინება.

“ამ ახალ ეკონომიკას, რაც უფრო მეტს ვარეგულირებთ მით უფრო მცირდება”,-განაცხადა ველინგტონ ქუმ, რომელიც არის მარეგულირებელი სტრუქტურის, ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის კომისიის თავმჯდომარე.

ICO მთელ საერთაშორისო იურისდიქციებში დაძაბულობას ქმნის, რადგან გარკვეუწილად უკავშირდება თაღლითობის სქემებს. უნდა აღინიშნოს, რომ კონტინენტურმა ჩინეთმა მთლიანად აკრძალა პირველადი მონეტარული შეთავაზებით ვაჭრობა.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ოქტომბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეა ICO-ს რეგულაციის საკითხზე მსჯელობდა. “ჩვენ ვეძებთ გზებს ICO-ს რეგულაციისთვის, რათა ავკრძალოთ ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა თაღლითობა, სპეკულაცია და ფულის გათეთრება”,-აღნიშნული იყო ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში ტაივანის პარლამენტი კრიპტოსივრცის რეგულაციაზე მსჯელობდა. ცოტა ხნით ადრე კი, ტაივანის ცენტრალურმა ბანკმა რეკომენდაცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ბიტკოინით ვაჭრობა იუსტიციის სამინისტროს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტის მიერ უნდა ყოფილიყო დარეგულირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი