მექსიკის სოფლის მეურნეობის სისტემაში Blockchain ტექნოლოგია დაინერგება

0
1582

Blockchain-ის სოფლის მეურნეობის პროექტი GrainChain მექსიკის სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

GrainChain-ის არის პროექტი, რომელიც მთლიანად Blockchain ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული. უშუალოდ პროექტი კი მიმართულია იქითკენ, რომ მიწოდების სისტემა უფრო მოქნილი და გამჭვირვალე იყოს.

ამასთანავე, Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება სავარაუდოდ უზრუნველყოფს საქონლის ზუსტი მონაცემების შენახვას და დააჩქარებს სხვადასხვა პროცედურულ საქმეს.

სოფლის მეურნეობაში Blockchain-ის გამოყენების პრაქტიკა სულ უფრო და უფრო იმატებს. ჯერ კიდევ თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში Blockchain-ის დანერგვას მხარს უჭერდა.

პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება პარიზში 56-ე საერთაშორისო სოფლის მეურნეობის გამოფენაზე გააკეთა.

ამასთანავე, ემანუელ მაკრონმა ევროპულ ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა საფრანგეთმა რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან კონკურენციის გაწევა შესძლოს. საუბრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი