ინდოეთის ციფრულ სივრცეში კრიპტოვალუტის ინვესტიციებისთვის საჭირო მობილური აპლიკაციები იქმნება

0
1130

კრიპტოვალუტის ბაზარი მოხმარებლებს მობილური აპლიკაციების გამოყენებას სთავაზობს.

ინდოეთის კრიპტო დეველოპერებმა დაიწყეს ახალი მობილური აპლიკაციების გამოშვება. ამ გადაწყვეტილების მიღება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბანკო სექტორს ციფრული ვალუტის ინდუსტრიასთან თანამშრომლობის საშუალება მისცა.

ციფრული აქტივების საინვესტიციო კომპანიამ B21-მა ახლახანს გამოუშვა საკუთარი Blockchain საინვესტიციო პორტფელის აპლიკაცია.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ციფრული ვალუტის ინვესტიციისადმი საზოგადოების ინტერესი განაახლა და სავაჭრო მოცულობაც გაზარდა.

”ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფოკუსირებაში დაგვეხმარა. დავიწყეთ ფიქრი პარტნიორულ ურთიერთობებსა და მარკეტინგზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა მობილური აპლიკაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. სწორედ ამ აპლიკაციების დახმარებით გახდა შესაძლებელი ინვესტიციების განხორციელება”,- მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა B21-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაითან აგერველმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ინდოეთის მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოსაზრება, რომ ციფრული ვალუტა ოფიციალურად შეიძლება აიკრძალოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი