ინდოეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტს 2022 წლის თებერვალში განიხილავს

0
915

ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტების შესახებ ნებისმიერი პოტენციური კანონი სავარაუდოდ 2022 წლის თებერვალში იქნება განხილვაზე წარდგენილი.

ინდოეთის მთავრობამ კი შესაძლოა, თებერვლის დასაწყისშივე განიხილოს კრიპტოვალუტის სამართლებრივი ბაზის შექმნა.

ინდური საინფორმაციო გამოშვების Business Today-ის თანახმად, ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პოტენციური საკანონმდებლო ბაზა კრიპტოვალუტებს, როგორც აქტივს ისე განიხილავს და არა, როგორც ვალუტას.

ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღება მოხდებოდა მაშინ, როდესაც მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტს წარადგენდა. მათ დაამატეს, რომ თანამშრომლობდნენ ინდოეთის სარეზერვო ბანკთან, რათა ნებისმიერი კრიპტო კანონპროექტის დეტალები შეიმუშაონ.

ინდოეთის კანონმდებლობით, კრიპტოვალუტის, როგორც „აქტივის“ მარკირება, სავარაუდოდ, საგადასახადო გავლენას მოახდენს საცალო ინვესტორებსა და ბირჟებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის საგადასახადო დეპარტამენტი კრიპტოვალუტით შემოსავლების დაბეგვრას ცდილობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესები სხვა გზით წარიმართება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი