აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი კრიპტო დანაშაულთან საბრძოლველად ჯგუფს ქმნის

0
862

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი კრიპტო დანაშაულთან საბრძოლველად ეროვნული ჯგუფის შექმნას აპირებს.

გენერალური პროკურორის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა აპირებს მიიღოს უფრო მკაცრი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც კრიპტოვალუტებს ფულის გათეთრებისთვის და სხვა კიბერდანაშაულებისთვის იყენებენ.

ასპენის ინსტიტუტის კიბერ სამიტზე სიტყვით გამოვიდა გენერალური პროკურორის მოადგილე, ლიზა მონაკო. მან აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა შექმნა კრიპტოვალუტის აღსრულების ეროვნული ჯგუფი.

ინიციატივა მიზნად ისახავს იმ პლატფორმების აღმოჩენას, რომლებიც კრიმინალებს ეხმარებიან გაანაღდონ ან დამალონ თავიანთი დანაშაულებრივი შემოსავალი.

ლიზა მონაკომ ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ მისი ოფისი მუშაობს Darknet–ზე დაფუძნებული სისტემის წინააღმდეგ, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ აშშ–ს მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს.

”ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ფინანსური ეკოსისტემა, რაც კრიმინალებს ლავირების საშუალებას არ მისცემს. ჩვენ ამას გავაკეთებთ კიბერ ექსპერტების, კიბერ პროკურორების და ფულის გათეთრების ექსპერტების დახმარებით”,- აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი