რუსეთის ერთ-ერთი ოლქი მაინინგის ოპერაციების ზრდის გამო ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს

0
1287

ბოლო დროს რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგ ოპერაციები სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა. მათ შორის კი არის ერთი რეგიონი, რომელიც ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს.

საუბარია ირკუტსკის ოლქზე, რომელზეც რუსეთ-ჩინეთის მთავარი სავაჭრო გზა გადის. გასული წლის ბოლო მონაცემების მიხედვით, ოლქში ენერგიის მოხმარება ოთხჯერ არის გაზრდილი.

ადგილობრივი ენერგო კომპანიის, Irkutsk Electric Networks-ის ტექნოლოგიებისა და განვითარების ხელმძღვანელმა, ევგენი ვეჩკანოვმა შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა. მიზეზებს შორის მან დაასახელა 2021 წელს კრიპტოვალუტის ფასის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზრდა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ჩინეთის მხრიდან მაინინგის აკრძალვაც.

”ამ ფაქტორებმა გააუარესა სიტუაცია, რამაც გამოიწვია 2020 წელთან შედარებით ენერგიის მოხმარების ოთხჯერ გაზრდა,” – აღნიშნა Irkutsk Electric Networks-ის ტექნოლოგიებისა და განვითარების ხელმძღვანელმა.

ევგენი ვეჩკანოვმა ასევე დასძინა, რომ ადგილობრივები კრიპტო მაინინგს აქტიურად აწარმოებენ, რამაც ენერგიის მოხმარების გაზრდა და ელექტრო ქსელის ხშირი გათიშვა გამოიწვია.

Baikal Energy Company-ის დირექტორმა, ოლეგ პრიჩკომ აღნიშნულ მიზეზებს ისიც დაუმატა, რომ მაინინგი არამხოლოდ ადგილობრივებს იზიდავს, არამედ ამავე მიზეზით უცხოელებიც რუსეთის ტერიტორიაზე აქტიურად შემოდიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი