რუსული რუბლით ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტის შეძენა უკვე შესაძლებელია

0
2973

ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტა პეტროს შეძენა სხვადასხვა ტრადიციულ ვალუტით, მათ შორის რუსული რუბლითაც შესაძლებელია.

“23 მარტიდან ნებისმიერ მოქალაქესა თუ კომპანიას პეტროს შეძენა რუსული რუბლით, ჩინურ იენით, თურქულ ლირათი და ევროთი უკვე შეუძლია,” – განაცხადა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.

1 თვის განმავლობაში პეტროს წინასწარი გაყიდვიდან, 133 000 ქვეყნიდან გაყიდვების საერთო რაოდენობამ 5.25 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

“ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც არიან პეტროს შეძენის მსურველები.

შეგახსენებთ, რომ მედიით ვრცელდებოდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტის პეტროს გამოშვებაში იყო ჩართული. თუმცა, რუსეთი კრიპტოვალუტასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ პეტროს შექმნასთან არანაირი საერთო რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი