აშშ-ს მარეგულირებელი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით დოკუმენტს გამოაქვეყნებს

0
1712

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადა, რომ წელს კრიპტოვალუტის პრიორიტეტების შესახებ კომისია იმუშავებს და შედეგებს გამოაქვეყნებს.

მსგავსი დოკუმენტი მარეგულირებელმა უკვე გამოაქვეყნა, თუმცა ამ დოკუმენტში საუბარი უსაფრთხოების სისტემას ეხებოდა.

პრესრელიზის მიხედვით, ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პრიორიტეტები მოიცავს კრიპტოვალუტის ბაზრის მეთვალყურეობას.

“მე ვაფასებ ჯგუფის ყველა მონაწილის მუშაობას. ისინი ცდილობენ, რომ კრიპტო ინდუსტრია უფრო გამჭვირვალე გახადონ. დღის წესრიგში გათვალისწინებულია ბაზრის ყველა იმ მონაწილის აღრიცხვა, რომელიც მარეგულირებლის მიერ შემოღებულ წესებს ექვემდებარება”,-განაცხადა აშშ-ს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის წევრმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულირების ტემპის შენელება ინდუსტრიას მეტ თავისუფლებას მიანიჭებდა.

ჰისტერ პირსმა შენიშნა, რომ ახალი ინდუსტრიის მარეგულირებელი პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივიც. მან ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომისია ვალდებულია იმოქმედოს სათანადო წესებით, რათა უზრუნველყოს ინდუსტრიის განვითარება არსებული კანონების შეუსრულებლობის გარეშე.

მანამდე კი ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელშემწყობი რეგულაციების დაწესება იყო საჭირო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი