ლაიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს

0
1425

კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე მყოფი ლაიტკოინი მკვეთრ ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ლაიტკოინის ფასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი განიცდიდა მცირე რყევებს, მაგრამ პირველ დეკემბერს ალტკოინის ღირებულება 90 დოლარს მიუახლოვდა.

უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე ლაიტკოინის ყველაზე მაღალი კურსი 24 ნოემბერს დაფიქსირდა. მაშინ კრიპტოვალუტის ღირებულებამ 93 დოლარი შეადგინა.

გუშინ კი ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 79-სა და 88 დოლარს შორის მიმდინარეობდა.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 100 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი კვლავ 61 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 88 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ალტკოინის ფასი 3.57%-ით არის გაუმჯობესებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი