Google Cloud-ი Blockchain-ზე აგებული Band Protocol-ის გამოყენებას იწყებს

0
1043

Google Cloud-ი Blockchai-ზე აგებულ Band Protocol-ს რეალურ დროში ციფრული ვალუტის ფასების ზუსტი მონაცემების დასადგენად გამოიყენებს.

“Google Cloud-ი დეცენტრალიზებული სერვისის ძირითად ტექნოლოგიას დანერგავს, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას დაუყოვნებლივი და ზუსტი ანალიზი მოახდინოს ფინანსური დროის სერიების მონაცემებზე”, – განაცხადა ჯგუფის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ქევინ ლუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფის სტანდარტული მონაცემთა ნაკრები ახლა Google BigQuery-ს პირდაპირ უკავშირდება. ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტების მოთხოვნების სწრაფ შესრულებას.

ქევინ ლუ აღწერს პარტნიორობას, როგორც პირდაპირ თანამშრომლობას Google Cloud-ის გუნდთან, რათა შესაძლებელი გახდეს ტრადიციული, ჰიბრიდული Blockchain და Cloud პროგრამების შექმნა, რომლებიც დეცენტრალიზებულ სისტემებს გამოიყენებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფმა საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. 2020 წლის ივნისში კი Cosmos ქსელში გადავიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი