კრიპტობირჟა Coincheck-მა NEM-ის პლატფორმის უსაფრთხოების სისტემა გაამკაცრა

0
1618

იაპონურმა კრიპტობირჟა Coincheck-მა განაცხადა, რომ NEM-ის სავაჭრო პლატფორმის რესტრუქტურიზაცია მოახდინა. მას შემდეგ, რაც ამ წლის იანვარში Coincheck-ზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა, საიდანაც 534 მილიონი დოლარი ღირებულების NEM მოიპარეს ბირჟამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

დაჰაკვის შემდეგ Coincheck-ის ჯგუფი იაპონიის უსაფრთხოების ასოციაციას შეუერთდა. NEM-თან ერთად ბირჟა ეთერიუმის პლატფორმასაც გახსნის.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, Coincheck-მა თავდასხმის შემდეგ უსაფრთოხების ზომები მიიღო. ამაში კი, გარდა ტექნიკური უზრუნველყოფისა იგულისხმება ის, რომ ბირჟა იაპონიის ქსელური უსაფრთხოების ასოციაციისა და ციფრული ვალუტების ბირჟის ასოციაციის წევრი გახდა.

ეს უკანასკნელი წარმოადგენს თვითრეგულირების ორგანოს, რომელიც მომხმარებელთა აქტივების დაცვის წესებს ადგენს და აყალიბებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკას. ასოციაციის ჩამოყალიბების საფუძველი კი Coincheck-ზე თავდასხმა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების გამო Coincheck-მა ოთხი კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალა. ეს ციფრული ვალუტებია: მონერო, Zcash-ი, დეში და Augur-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი