კალიფორნიის უნივერსიტეტისგან ჰაკერებმა გამოსასყიდი ბიტკოინით მოითხოვეს

0
1105

სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით მილიონი დოლარი გადაუხადა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნივერისტეტის პროგრამულმა ჯგუფმა უსაფრთხოების დარღვევის ინციდენტი დააფიქსირა.

ამ ფაქტის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერში ნათქვამია, რომ NetWalker-ის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა შეტევამ შეზღუდული რაოდენობის მედიცინის სკოლის სერვერებზე გავლენა მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსტიტეტის ტექნიკურმა ანალიტიკოსებმა შესაბამისი ზომები მიიღეს ჰაკერების მიერ ინფორმაციის არ გამჟავნების მიზნით კალიფორნიის უნივერსიტეტმა გამოსასყიდი მაინც გადაიხადა.

”დაშიფრული მონაცემები მნიშვნელოვანია იმ აკადემიური მუშაობისთვის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, როგორც უნივერსიტეტი, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს. […] ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოსასყიდის გარკვეული ნაწილის გადახდა, რაც დაახლოებით 1,14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს თანხა გადავიხადეთ დაშიფრული მონაცემების განბლოკვისა და ჰაკერების მიერ მოპოვებული მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ”,- აღნიშნულია კალიფორნიის უნივერსიტეტის განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰაკერებმა გამოსასყიდის ბიტკოინით გადახდა მოითხოვეს. თავდასხმის განხორციელებიდან მეორე დღეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა 116.4 ბიტკოინი მონაცემების დაბრუნებაში გადაიხადეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი