ტომ ლი: ბიტკოინის ფასი 30.000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს

0
1856

CNBC-სთან ინტერვიუს დროს, Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა, ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი 30.000 დოლარს მიაღწევს.

თუმცა ანალიტიკოსი უფრო მასშტაბურ პროგნოზსაც აკეთებს და აანონსებს, რომ 2020 წლის აგვისტოსთვის ბიტკოინის ღირებულება 40.000 დოლარი იქნება.

ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა თავის ისტორიულ მაქსიმუმს დაახლოებით ორჯერ გადააჭარბებს. ბიტკოინის ისტორიული მაქსიმუმი კი 2017 წლის მიწურულს დაფიქსირდა, რა დროსაც ციფრული ვალუტის ფასმა 20.000 დოლარს მიაღწია.

ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინი ზრდას 2019 წლიდან დაიწყებდა და 2020 წელს უმაღლეს დონეზე დაფიქსირდებოდა.

“მე ვფიქრობ, რომ თქვენ კარგად ხედავთ ნიშნებს, თუ როგორ უმჯობესდება ციფრული ვალუტის ინდუსტრია. ეს არის რეალური საქმე. ბიტკოინის ფასი ნელ-ნელა მომატებას დაიწყებს და 14.000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს”,-განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი