8 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ოთხშაბათს, 8 ივლისს ციფრული ვალუტების ბაზარი შედარებით გაუმჯობესდა. ზრდა დაიწყო თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა.

    ბოლო ორი დღეა ბიტკოინის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეს კრიპტოვალუტის კურსი 9.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

    დღის განმავლობაში ფასი 9.200 დოლარის ზღვარსაც ასცდა და 9.248 დოლარი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 8 ივლისს ფასი მხოლოდ 0.24%-ით გაუმჯობესდა.

    ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინი 10.000 დოლარამდე შეძლებს ფასის გაზრდას.

    8 ივლისს ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 62.9%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად გაიზარდა ეთერიუმის კურსიც. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნულმა 242 დოლარს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის დღის მეორე ნახევრის მონაცემების თანახმად, 8 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 272 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *