ვიზას კრიპტო მიმართულების ხელმძღვანელი: ბანკის ციფრული ვალუტების მიმართ ინტერესი არ გაქრება

0
1142

ვიზას კრიპტო მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ბანკების ციფრული ვალუტა მომდევნო ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი გადახდის სისტემა იქნება.

ქუ შეფილდი, ვიზას კრიპტო პროექტებს ხელმძღვანელობს.

”როდესაც მთავრობები ბანკის ციფრულ ვალუტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს დიდ გავლენას მოახდენს კონფიდენციალურობაზე, ფულად სუვერენიტეტზე, გეოპოლიტიკასა და ფინანსურ ინკლუზიურობაზე.

”მე ვიტყოდი, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია მომავალი ათწლეულის განმავლობაში. ეს არის ფულისა და გადასახადების მომავალი მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი შეხედულება აქვს. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტისადმი გლობალური ინტერესი არ გაქრება”,- აღნიშნა ქუ შეფილდმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის თებერვალში მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის, ევროზონის, იაპონიის, კანადის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალური ბანკები თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

ბანკებს შორის თანამშრომლობა ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხებთან დაკავშირებულ განხილვებსა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი