G7-ის ჯგუფმა სტაბილკოინის შექმნაზე იმსჯელა

0
1076

შვიდი მოწინავე ეკონომიკური სახელმწიფოს ჯგუფმა, G7-მა ამ კვირაში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შექმნა განიხილა. G7–ის ფინანსური ლიდერების საბჭო ვაშინგტონში შეიკრიბა.

G7-ის დასკვნის თანახმად, სტაბილკოინმა ფინანსურ სისტემას ზიანი არ უნდა მიაყენოს. შესაბამისად, ნებისმიერი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს.

G7-მა, რომელშიც მოიაზრება შემდეგი ქვეყნები: კანადა, საფრანგეთ, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდ ბრიტანეთი და აშშ, დაადგინა, რომ ნებისმიერი ახლადშექმნილი სტაბილკოინი ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.

G7-ის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს:

”ამ საკითხზე ძლიერი საერთაშორისო კოორდინაცია და თანამშრომლობა ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ საჯარო და კერძო სექტორის ინოვაცია საშინაო და საგარეო სარგებელს მოიტანს. სტაბილკოინი კი უსაფრთხო იქნება მომხმარებლებისთვის და ფართო ფინანსური სისტემისთვის.”

მათ ასევე აღნიშნეს, რომ სტაბილკოინი შეძლებს უსაფრთხო ანგარიშსწორების აქტივად ჩამოყალიბებას, რომელიც მომავალში არსებულ გადახდის სისტემებს დაემატება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი