30 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
946

ოთხშაბათს, 30 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით ნაკლებად სტაბილურად გამოიყურებოდა. დღის განმავლობაში ფასების მცირე რყევა დაფიქსირდა.

ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის 3%-ით დაიკლო. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული ძირითადად 34.900-სა და 35.000 დოლარის შორის მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსს 36.500 დოლარზე უფრო მაღალი დონე არ დაუფიქსირებია.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 45.4%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თითქმის 3%-ით არის მომატებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასი 2.269 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას.

კვირის მანძილზე ეთერიუმის კურსმა გუშინ დააფიქსირა ყველაზე მაღალი დონე – 2.242 დოლარი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 443 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი