ბრიტანულმა ბანკმა კრიპტოვალუტით ოპერაციები დროებით შეზღუდა

0
1354

დიდი ბრიტანეთის NatWest ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟებზე გარიგებებს ზღუდავს.

ბრიტანეთში კრიპტო სისტემაზე შეტევის შედეგად, კიდევ ერთმა ბანკმა გაააქტიურა შეზღუდვების მცდელობები, რათა მომხმარებლებს ციფრული აქტივების გამოყენება შეემცირებინათ.

Reuters–ის თანახმად, Natwest Group– მა დააწესა დღიური გადარიცხვის ოდენობა, თაღლითური გზებით ინვესტირების თავიდან ასაცილებლად, თუმცა სამწუხაროდ ჯერ არ გაუმჟღავნებია რა ოდენობის თანხებზეა საუბარი. დროებითი ლიმიტი 24 ივნისიდან დაწესდა.

ბანკი აცხადებს, რომ ემსახურება 19 მილიონ მომხმარებელს გაერთიანებულ სამეფოში. NatWest–ის სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ ბოლო დროს მან დაინახა კრიპტოვალუტის მაღალი დონის თაღლითური სქემები.

”იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი კლიენტები კრიმინალებისგან, რომლებიც ამ პლატფორმებს იყენებენ, ჩვენ დროებით ვამცირებთ მაქსიმალურ დღიურ თანხას, რომელიც მომხმარებელს შეუძლია გაგზავნოს კრიპტოვალუტის ბირჟებზე. ასევე ვბლოკავთ გადასახადებს მცირე რაოდენობის კრიპტოვალუტის აქტივების ფირმებისთვის, სადაც განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველობაა”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი