ბიტკოინის სამიზნე დონე 9.700 დოლარია

0
1274

სამშაბათს, 19 მაისს კრიპტოვალუტების კურსის ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა.

ბიტკოინის ღირებულება ბოლო 24 საათის განმავლობაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. კრიპტოვალუტის კურსი 9.600-სა და 9.700 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი თითქმის ერთი პროცენტით გაიზარდა. ბაზარზე ბიტკოინის დომინანტურობის მაჩვენებელი კი 67%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი ცდილობს, რომ 250 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ კრიპტოვალუტამ ჯერ 225 დოლარის ზღვარი დასძლიოს.

დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა დაახლოებით 2%-ით მოიმატა. ამ ეტაპზე ალტკოინის კურსის ნიშნული 213 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 19 მაისის დღის მეორე ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 265.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი